ქობულეთში, სოფელ ლეღვაში საბავშვო ბაღი დაიხურა. ინფიცირებულია ორი მცირეწლოვანი. სავარაუდოდ კორონავირუსის გავრცელება ბაღს არ უკავშირდება და ერთ-ერთი ინფიცირებული იმ მანდატურის შვილია, რომელიც ლეღვას საჯარო სკოლაში მუშაობდა. დღეს კოვიდ 19-ის გავრცელების გამო კიდევ ერთი სკოლა დაიხურა ქობულეთში. არსებული ეპიდ სიტუაციის გამო ხვალიდან მასობრივი ტესტირება იწყება. დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმაც განაცხადა,რომ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა ზრდის გარკვეული დინამიკაა.