უკრაინული მედია: რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია

05 აპრილი 2021, 12:56 921 ნახვა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გუშინ რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს. „ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის "ჩრდილოეთის" მოქმედების არეალში, პივდენოეს დასახლებულ პუნქტთან ახლოს მტერმა ჩვენი პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნა,“- აღნიშნულია უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბის ინფორმაციაში. მათივე ცნობით, დღეს დილიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა არ დაფიქსირებულა. „უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები გაერთიანებული ძალების ოპერაციის არეალში სიტუაციის მონიტორინგს და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას აგრძელებენ,“- აცხადებენ შტაბში

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში