მოძრაობა ,,სირცხვილიას’’ ოფისში დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. ბათუმის საქალაქო სასამართლომ გუშინ დაწყებული პროცესი 16:00 უნდა განაახლოს. გუშინ კი დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხნენ და გაეცნენ ვიდეო მტკიცებულებებს. დღეს კი ის პოლიციელები უნდა გამოკითხონ, რომლებიც უშუალოდ აქტივისტების დაკავების პროცესში მონაწილეობდნენ. 3 აპრილს ე.წ-ლი კომენდატის საათის გაუქმების მოთხოვნით, ბათუმსა და თბილისში აქცია გაიმართა, რა დროსაც სამი მოქალაქე დააკავეს. გენრი დოლიძე, მუსიკოსი გიგა ნაკაშიძე და ,,გირჩის’’ წარმომადგენელი ირაკლი კუკანია, რომელიც მალევე გაათავისუფლეს ხელწერილით.