გართულებული ეპიდემილოლგიური ვითარება ქვეყანაში. დღეს, დილის მონაცემებით კორონავირუსის 529 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 13 პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,15%-ია.
ინფიცირების გაზრდილი შემთხვევების გამო, კასპის სამი სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. იგოეთში, სამთავისსა და ქვემო ჭალაში პოლიციის სპეციალური პუნქტები მოეწყო.
კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, მასობრივი ტესტირება დაიწყო ლანჩხუთისა და ოზურგეთის რამდენიმე სოფელში და სასწავლო დაწესებულებები დისტანციურ რეჟიზმეა.
კოვიდ 19-ის დღევანდელი შემთხვევებიდან 45 კონკრეტულად აჭარაშია.