ზღაპარი ადამიანისა და ცხოველების თანაცხოვრებაზე-ფილმი

03 ნოემბერი 2016, 00:00 3355 ნახვა

„ჯარა“ - დოკუმენტური  ფილმის სახელწოდებაა,  რომელშიც აჭარის ველური ბუნებაა გადაღებული. ფილმი-ზღაპარი ადამიანისა და ცხოველების თანაცხოვრებას ეხება. მთავარი გმირი ფუტკარია  და სწორედ, აქედან  ვითარდება სიუჟეტური ხაზი.  ფილმში გადმოცემულია აჭარაში მეფუტკრეობის, ბაზიერობისა და სხვა უძველესი ტრადიციების თანაარსებობა თანამედროვე წეს-ჩვეულებებთან ერთად. პრემიერა დეკემბრის ბოლოს იგეგმება.  

ამავე კატეგორიაში