კორონავირუსის გახშირებული შემთხვევების გამო, დღეიდან ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფლის საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი ორი კვირით შეწყდება და დისტანციურ რეჟიმზე გადავა. ესენია:
➤ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში: ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულებში: სკოლები და ბაღები
➤ ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულებში: საჯარო სკოლები და ბაღები.
➤ ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულის საჯარო სკოლები და ბაღები.
➤ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, როგორც სკოლა, ისე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობის მასიური ტესტირებაც დაიწყება.