პოლიტიკური დემარში და გამიზნული პროვოკაცია - გავრილოვის შეფასება

01 აპრილი 2021, 18:08 898 ნახვა

ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლის შემდეგ თბილისში განვითარებულ მოვლენებს სერგეი გავრილოვი გამოეხმაურა. ციტატა : “თბილისში რუსი ტელეწამყვანის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები  რადიკალური ქართული ოპოზიციის მხრიდან რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების გახლეჩილ მდგომარეობაში დატოვების მიზნით მოწყობილი პოლიტიკური დემარში და  გამიზნული პროვოკაციაა” - განაცხადა დუმის საზოგადოებრივი და რელიგიური გაერთიანებების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

„პოზნერის შემთხვევა სერიოზული პოლიტიკური დემარშია. მისი ფიგურა შერჩეულია არა შემთხვევით, რადგან მას ფართოდ იცნობენ რუსეთში, პოპულარულია ინტელიგენციაში. ეს შეგნებული პროვოკაციაა, რომელიც აზიანებს საქართველოს როგორც სტუმართმოყვარე ქვეყნის იმიჯს, რომელიც სტუმრის უსაფრთხოებას გულისხმობს. ეს რადიკალური ოპოზიციის მცდელობაა აჩვენოს ყველა ტურისტს, რომ საქართველოში ჩასვლა  არ შეიძლება.  ეს გააზრებული გასროლაა ორივე ფეხში იმ მიზნით, რომ  დასუსტდეს ხელისუფლება და ეკონომიკა - აცხადებს გავრილოვი და ვარაუდობს, რომ პოზნერის შემთხვევა საქართველოში რუსეთისა და სხვა ქვეყნებიდან ტურისტულ ნაკადს მკვეთრად შეამცირებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში