სამწუხაროდ, სახელმწიფომ კიდევ ერთი ისტორიული შესაძლებლობა დაკარგა - სალომე სამადაშვილი

31 მარტი 2021, 02:23 984 ნახვა

სახელმწიფომ დაკარგა კიდევ ერთი ისტორიული შესაძლებლობა, რომ ჩვენ, პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმების გზით გაგვეკაფა გზა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ევროკავშირსა და ნატოში, გაგვეკეთებინა ის, რა მოლოდინიც ჰქონდათ ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. აღნიშნა, რომ მათი შეთავაზება იყო, რომ პლებისციტზე დასმულიყო საკითხი ახალი კონსტიტუციის მიღებისა და ახალი კონსტიტუციის საფუძველზე ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ. 

მისივე თქმით, ოპოზიცია 5 პუნქტიდან 3 პუნქტზე თანახმობას აცხადებდა, დანარჩენ 2 საკითხზე კი მმართველ პარტიას კომპრომისულi ვარიანტები შესთავაზეს.

"რაც შეეხება პოლიტპატიმრების თემას, მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ აქაც ჩვენ შევთავაზეთ არაერთი შესაძლებლობა „ქართულ ოცნებას“, რაც მათ მისცემდა კომფორტს, რადგან გვესმის, რომ პრობლემატურია პოლიტიკური მართლმსაჯულების არსებობაზე და პოლიტპატიმრების არსებობაზე ხელის მოწერა, მაგრამ ამ საკითხზეც შევქმენით შესაძლებლობა ისეთი შეთანხმების მიღწევის, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ, ვფიქრობ, მისაღები იქნებოდა ნებისმიერი პოლიტიკური მოთამაშისთვის, რომელსაც რეალურად სურდა შეთანხმების მიღწევა. ჩვენ გავაგრძელებთ ყველა შესაძლო გზებით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე ზეწოლის მობილიზაციას, ვიდრე არ მივაღწევთ იმ ამოცანას, რომელიც დავისახეთ მიზნად. თქვენ იცით, რომ ოპოზიცია ემზადება, უკვე 15 მაისს ჩანიშნული საპროტესტო აქციისთვის“, - სალომე სამადაშვილი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი