ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი ამბობს, რომ ეპიდსიტუაცია უარესდება. ამირან გამყრელიძის თქმით, ეპიდსიტუაციის დადებითობის მაჩვენებლის, დინამიკა მცირედით გაუარესებისკენ გამოჩნდა. მედიკოსები მოქალაქეებს დისტანციის დაცვის, თავშეყრის ადგილების თავის არიდებისა და აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებენ.
დღეს, აჭარაში ფაიზერით ვაქცინაცია დაიწყო. რეგიონში „ფაიზერის“ ვაქცინაზე ორი კვირის ჯავშანი უკვე შევსებულია. 14 აპრილამდე დაგეგმილია 1 344 ადამიანის აცრა.
ფაიზერით ვაქცინაცია მხოლოდ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ტარდება, ხოლო ''ასტრაზენეკათი'' მოქალაქეები ''მედცენტრში'' იცრებიან.