საბავშვო ბაღი გათბობის გარეშე

03 ნოემბერი 2016, 00:00 3005 ნახვა

ჩაქვის საბავშვო ბაღში გათბობის სისტემა ჩართული არ არის. შენობაში არც ალტერნატიული ელექტრო ღუმელები აქვთ. მშობლებიKსატელევიზო კომენტარისგან თავს იკავებენ, თუმცა კადრს მიღმა აღნიშნავენ, რომ სიცივის გამო ბავშვები ბაღიდან დროზე ადრე გაჰყავთ. მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების უფროსი ამბობს, რომ აღნიშნული საკითხი გაერთიანებას არ ეხება, რადგან ბაღი მუნიციპალიტეტმა მმართველობაში საპატრიარქოს გადასცა. გამგებლის მოადგილის თქმით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების ვადა რამდენიმე დღეში ეწურება, რის შემდეგაც საბავშვო ბაღში გათბობა ჩაირთვება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი