ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს პარლამენტს?

03 ნოემბერი 2016, 00:00 3045 ნახვა

საკანონმდებლო ორგანოს შესაძლოა ირაკლი კობახიძემ უხელმძღვანელოს. ..ქართულ ოცნებაში" ადასტურებენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კობახიძის კანდიდატურა განიხილება. მე-9 მოწვევის პარლამენტი 19 ნოემბერს პირველ პლენარულ სხდომას გამართავს, რომელზეც დეპუტატებმა სპიკერი, ვიცესპიკერები და კომიტეტის თავმჯდომარეები უნდა აირჩიონ. რეგლამენტის თანახმად, საპარლამენტო თანამდებობებზე კანდიდატების დამტკიცებას სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება. პარლამენტის პირველივე სხდომაზე უნდა დაკომპლექტდეს ფრაქციები და კომიტეტები.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი