ევროპელი დიპლომატი პოლიტიკურ მხარეებთან შეხვედრებს ხვალ დაიწყებს, დეტალურად უცნობია რას შესთავაზებს ის ''ქართულ ოცნებას'' ან ოპოზიციას, მაგრამ მან უკვე აღნიშნა, რომ მთავარი გამოსავალი კომპრომისია, რადგან სწორედ კომპრომისის უნარი არის დემოკრატიულობის გამოხატულება, ქართულ-ოცნებაში რიგგარეშე არჩევნებს გამორიცხავენ, მაგრამ შეთავაზებების თავისი პაკეტი ექნებათ, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა გუშინ უკვე გააჟღერა თავისი პოზიცია, რომელიც ოპოზიციის დანარჩენი ნაწილისთვის არ აღმოჩნდა მისაღები, რადგან ამით მოლაპარაკების ალბათობა შემცირდა.