ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა

26 მარტი 2021, 14:59 872 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი 95 პროცენტით  შესრულდა. ამის შესახებ ჯუმბერ ვარდმანიძემ დღეს დეპუტატებს საკრებულოს სხდომაზე განუცხადა. მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, პანდემიის მიუხედავად პროგრამები, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეფერხებულა. 

რაც შეეხება ოპოზიციას,  სხდომაზე შენიშვნები ჰქონდა თეიმურაზ დუმბაძეს. მან თქვა, რომ მერიამ  2  მილიონით შემცირებული  ბიუჯეტი  აითვისა და ამით თავის მოწონება არასერიოზულია.

აქვე დააყენა ინიციატივა, რომ ანგარიში მერიის აიპებმა და შპს-ეებმა საკრებულოს ინდივიდუალურად წარუდგინონ, რაზეც საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა, რომ შესაბამისი პროექტი ოპოზიციამ კომისიას წარუდგინოს და შემდეგ იმსჯელებენ  საკითხზე.     საკითხებს შორის იყო მწვანე ნარგავების მოვლის წესში  ცვლილება. კერძოდ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზიანებულ ხეებს, რომლებიც მათი თქმით,  საფრთხის შემცველია  გადაიბელება ან მოიჭრება.  

დეპუტატებმა  კენჭი უყარეს  ხელვაჩაურის სოფელ  წინსვლის მე-16 ქუჩისთვის  დაუთ ასამბაძის  სახელის მინიჭებასაც.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი