კონსულტაციები დაანონსებულ ცვლილებამდე ყოველდღიურ რეჟიმში

02 ნოემბერი 2016, 00:00 3396 ნახვა

არჩევნების შემდეგ აქტიური განხილვის საგანი სამთავრობო გუნდის ფორმირებაა. ამ დრომდე მმართველ პარტიაში, კონკრეტული პირების დასახელებისაგან თავს იკავებენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს დიმიტრი ქუმსიშვილი ჩაანაცვლებს, ეკონომიკის სამინისტროს, სავარაუდოდ, გიორგი გახარია უხელმძღვანელებს. პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კი ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება. ასევე ცვლილებები იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. გავრცელებული ინფორმაციით, პოსტს ინარჩუნებს კახა კალაძე. კონსულტაციები უკვე დაწყებულია და მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას პრემიერი უახლოეს დღეებში დაასახელებს.

ამავე კატეგორიაში