კომენდანტის საათის გაუქმება არ იგეგმება - ეკატერინე ტიკარაძე

26 მარტი 2021, 11:42 2049 ნახვა

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით კომენდანტის საათის გაუქმება არ იგეგმება.

მისივე განმარტებით, ამის საფუძველი და ფუფუნება ქვეყანას არ აქვს.

"კომენდანტის საათის გაუქმება არ იგეგმება, ვინაიდან ჩვენ ამის საფუძველი არა გვაქვს და ამის ფუფუნება. პანდემია კვლავ არის საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში. ევროპის ქვეყნებში მნიშვნელოვნად მიმდინარეობს გამკაცრებები, მაშინ, როცა საქართველოშ გვაქვს მნიშვნელოვანი შემსუბუქებები.

როცა არის პანდემია, ჩვენთვის პრიორიტეტია მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და ამ პრიორიტეტების გათვალსწინებით მივიღებთ შემდეგ გადაწყვეტილებებს"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით ამ ეტაპზე სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა არ იგეგმება. მისივე თქმით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ბავშვებს სწავლის ჩვეულ რეჟიმში დასრულების საშუალება ქოდეთ.

"სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით ჯერ არ გვიმსჯელია, შესაბამისად ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ჩვენთვის პრიორიტეტია ბავშვების განათლება და აქედან გამომდინარე მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ლოკალურად ისე იმართოს თითოეული შემთხვევა, რომ სკოლების დახურვა გახდეს ყველაზე ბოლო ეტაპი, რათა ბავშვებს საშუალება მიეცეთ დაასრულონ სემესტრი ჩვეულ რეჟიმში"- განაცხადა ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი