ბელგიაში „ლოქდაუნი“ კიდევ ერთხელ გამოცხადდა

25 მარტი 2021, 12:39 749 ნახვა

ბელგიაში, კორონავირუსის მესამე ტალღის პრევენციის მიზნით „ლოქდაუნი“ კიდევ ერთხელ გამოცხადდა, ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. ხვალიდან ბელგიაში სკოლები, არასასურსათო მაღაზიები და სილამაზის სალონები 4 კვირით იხურება. პრემიერ-მინისტრის  განცხადებით,  კორონავირუსის ახალი, ე.წ. „ბრიტანული ვარიანტი“ ქვეყანაში დომინანტური გახდა, რამაც საავადმყოფოებში კოვიდ პაციენტების რაოდენობის გაორმაგება გამოიწვია. ბელგიაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კოვიდ 19-ით ინფიცირების 849 090 შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსს დღემდე 22 786 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში