ხელისუფლების მხრიდან გადადგმული კომპრომისული ნაბიჯები აშკარაა, მაშინ როცა ოპოზიციის მხრიდან ისმის მხოლოდ ის, რომ ისინი მოლაპარაკებებში მონაწილეობენ - ზალკანიანი

25 მარტი 2021, 11:57 896 ნახვა

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ხელისუფლების მხრიდან გადადგმული კომპრომისული ნაბიჯები აშკარაა, მაშინ, როცა მეორე მხრიდან ისმის მხოლოდ ის, რომ ისინი მონაწილეობას იღებენ მოლაპარაკებებში.

დავით ზალკანიანის თქმით, მოლაპრაკებების პროცესი მოითხოვს არა წინაპირობებით და დათქმებით მისვლას, არამედ შეთანხმებისკენ გადასადგმელი ნაბიჯების და კომპრომისის ძიების მიმართულებით. 

"პირველი რაუნდი დასრულდა, მე მაშინვე ვამბობდი, რომ ეს არ დასრულდებოდა პირველი შეხვედრის დროს, რადგან რთული საკითხებია, კომპლექსური თემებია განსახილველად. მოითხოვს არა წინაპირობებით და დათქმებით მისვლას, არამედ შეთანხმებისკენ გადასადგმელი ნაბიჯების და კომპრომისის ძიების მიმართულებით. 

 მგონია საერთაშორისო საზოგადოებამ და ჩვენმა პარტნიორებმაც იხილეს ის პოზიცია რომელიც ხელისუფლებას ჰქონდა, ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ ის რეკომენდაციები რაც უკავშირდებოდა საარჩევნო რეფორმას, უკვე გადადგმულია და შემუშავებულია შესაბამისი საკანონდებლო ინიციატივა, რომელიც ინიცირებულია პარლამენტში.

დაინიცირებულია ახალი ინიციატივა, რომ დაიწიოს საარჩევნო ბარიერი 5 დან 3 პროცენტამდე. ჩვენი მხრიდან,  ბრიუსელის საბჭოზე, ასევე გაჟღერდა მზაობა, რომ ხელისუფლებამ გააგრძელოს ნაბიჯები მართლმსაჯულების სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით.

დაფიქსირებულია ასევე მზაობა, რომ თუ ოპოზიციური პარტიები შემოვლენ პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია,  თავად ოპოზიციური პარტიები იყვნენ აქტიურად ჩართულნი და  ჩატარდეს ყოვლისმომცველი გამოძიება,  1%-იანი ცდომილების დაფიქსირების შემთვევაში არის მზაობა, რომ დაინიშნოს ადრეული არჩევნები.

ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებითაც ჩვენი პოზიცია არის ცალსახა, მზაობა არაერთხელ იყო დაფიქსირებული, რომ ნებისმიერ მომენტში, როცა გადაიხდიან გირაოს ის იქნება გათავისუფლებული, ეს პოზიციაც გამოხატულია. 

მე ვფიქრობ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ხელისუფლების მხრიდან გადადგმული კომპრომისული ნაბიჯები აშკარაა, მაშინ, როცა მეორე მხრიდან გვესმის მხოლოდ ის, რომ ისინი მონაწილეობას იღებენ მოლაპარაკებებში"-განაცხადა დავით ზალკანიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი