ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის ინსტიტუტზე

02 ნოემბერი 2016, 00:00 3307 ნახვა

პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადას ვერავინ შეეხება იქამდე, ვიდრე ეს ვადა არ დასრულდება, - განაცხადა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ და კონსტუტუციონალისტთა ნაწილის მოსაზრებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა შესაძლოა დროზე ადრე შეუწყდეს. კობახიძემ აღნიშნულ განცხადებებს სპეკულაციები უწოდა. მისივე თქმით, პრეზიდენტის, პარლამენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა, თუნდაც საკონსტიტუციო ცვლილებით, არის კონსტიტუციური სამართლის პრინციპების უხეში დარღვევა. 

ამავე კატეგორიაში