ქობულეთის პირველ საჯარო სკოლის, დაწყებითი კლასის მოსწავლეს დღეს PCR ტესტის შედეგად, კოვიდი დაუდგინდა.
მოსწავლეს სკოლასთან კონტაქტი გუშინ ჰქონდა. როგორც ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, ფაქტის შესახებ, აჭარის განათლების სამინისტროს უკვე აცნობეს. უახლოეს საათებში ელოდებიან ბრძანებას, კლასის დისტანციურ სწავლების რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით.
მოსწავლის ინფიცირების წყარო სავარაუდოდ ოჯახის ერთ-ერთი წევრია. ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
''საოჯახო კონტაქტია. კორონავირუსი ჯერ მშობელს დაუდასტურდა და შემდეგ უკვე ბავშვიც აღმოჩნდა ინფიცირებული. იზოლაციაში იმყოფებიან და ბინაზე მკურნალობენ. გუშინ გვიან გავიგეთ, რომ მშობელს ჰქონდა კოვიდი და დღეს ბავშვები არ მოსულან სკოლაში. კლასში ჩატარდა დეზინფექცია და დაკეტილია. კლასში 25 მოსწავლეა და ისინი დისტანციურად ისწავლიან. პედაგოგები კი გაიკეთებენ ტესტირებას'' - აცხადებს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნარგიზ რომანაძე
პირველ საჯარო სკოლაში 1016 მოსწავლე და 55 პედაგოგია.