რამაზ ზოიძისა და ლაშა გობაძის ოლიმპიური ლიცენზიები

21 მარტი 2021, 15:00 981 ნახვა

მოჭიდავეების ოლიმპიური თამაშების ლიცენზია ბუდაპეშტში. ტოკიოს ლიცენზია 67 კგ. წონით კატეგორიაში რამაზ ზოიძემ, ხოლო 87-ში ლაშა გობაძემ მოიპოვეს. ნახევარფინალში ზოიძემ სომეხი არსენ გალსტიანი 10-1 დაამარცხა. ფინალში  ოქროსთვის კი უნგრელ ბალინტ კორპასთან იჭიდავებს. გობაძემ კი ნახევარფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე მილატ ალირზაევი 9-5 დაამარცხა.

ფინალში გობაძე აზერბაიჯანელ ისლამ აბასოვს დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21:00 საათიდან დაიწყება. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების 6 ოლიმპიური წონიდან 4 წონითი კატეგორიის ლიცენზია აქვს. ასევე ლიცენზიების მფლობელები არიან გიორგი მელია და იაკობ ქაჯაია. რაც შეეხება თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს  6-დან  3-ი ლიცენზია აქვთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი