რატომ ვერ შედგა შეთანხმება? ამის შესახებ მოლაპარაკების ერთ-ერთი წევრი გირჩი მეტი თავისუფლებისთვის ლიდერი სტატუსს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს. ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მოლაპარაკებების დროს ქართული ოცნება არც ერთ პირობას არ თანხმდებოდა, რის გამო მედიატორების მიერ შედგენილი ტექსტი "უარესდებოდა".
როგორც ჯაფარიძე განმარტავს, მედიატორები ცდილობდნენ, ტექსტში ისეთი პირობა ჩაეწერათ, რომელიც მმართველი გუნდისთვის მისაღები იქნებოდა, თუმცა ისინი არაფერს თანხმდებოდნენ. "ტექსტში უნდოდათ ყოფილიყო ჰაერი, სიცარიელე, რომელსაც მოგვყიდდნენ როგორც რეფორმას", — აღნიშნავს ჯაფარიძე და ერთ-ერთ მაგალითად პროკურატურასთან დაკავშირებული განხილვა მოაქვს.