უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია მანდატების შეჩერების მოლოდინში

19 მარტი 2021, 15:13 749 ნახვა

იმის მიუხედავად, რომ თბილისში შეთანხმება ჯერ ვერ შედგა, ოპოზიციონერ დეპუტატებს აჭარის უმაღლეს საბჭოში მაინც ელიან. ოპოზიციაში კი მანდატებზე ისევ უარს აცხადებენ. მათ რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს,  დეპუტატის სტატუსის შეწყვეტის მოთხოვნით ჯერ კიდევ დეკემბერში მიმართეს. პროცესი უკვე დაწყებულია და ქართული ოცნება კანონით გათვალისწინებულ ვადებს ბოლომდე იყენებს იმ მოლოდინით, რომ სხდომათა დარბაზში მალე ოპონენტებსაც იხილავენ. თუ ასე არ მოხდა,  საკითხი კენჭისყრაზე მაინც დადგება. მხარს დაუჭერს თუ არა უმრავლესობა ოპოზიციისთვის მანდატების შეჩერების საკითხს  უცნობია. საკუთარი მოსაზრება ყველას აქვს, მაგრამ როგორც ამბობენ, გადაწყვეტილება  გუნდური  იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი