ხანძარი მრავალსართულიან კორპუსში

17 მარტი 2021, 18:05 674 ნახვა

ხანძარი  იყო  დღეს  ბათუმში.  ცეცხლი  ინასარიძის  ქუჩაზე  მრავალსართულიან  კორპუსში,  მე-12  სართულზე  მდებარე  ბინაში  გაჩნდა.  დაზარალებული ოჯახის წევრები შემთხვევის დროს  სახლში  არ  იმყოფებოდნენ და ხანძრის შედეგად  არავინ  დაშავებულა, მძიმე  ემოციური ფონის გამო  მედიკოსების დახმარება ოჯახის ორ  წევრს დასჭირდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს  გამოძიება. ოჯახში ვარაუდობენ, რომ  შესაძლოა ცეცხლი ელექტრო გაყვანილობას გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ დროულად განხორციელდა კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში