აჭარის დაბებში და სოფლებში წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია დაიწყო. ქობულეთის მერიის ინფორმაციით, წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურით 30 000 პირი ისარგებლებს. პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია რეაბილიტაციის ჩატარება შემდეგი დაბებისა და სოფლებისთვის: ქობულეთის მუნიციპალიტეტი: ოჩხამური, ცეცხლაური, ჯიხანჯური, მუხაესტატეს დასახლება, ქვედა კვირიკე და ჩაქვისთავი.