საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მასზე არ არის დამოკიდებული იქნება თუ არა განმეორებითი არჩევნები.
"კონსტიტუციაში ნათლად არის ჩაწერილი ეს ყველაფერი. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა - ეუთოს, ოდირმა და ა.შ აღიარეს რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო თავისუფალი და გამჭვირვალე იყო. შემდეგი არჩევნები გაიმართება 2024 წელს" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
''ჩემი გადასაწყვეტი არ არის გადავწყვიტოთ დაინიშნება თუ არა ახალი არჩევნები საქართველოში, უბრალოდ შემიძლია გითხრათ, რომ ეუთომ ჩათვალა ეს არჩევნები თავისუფალად და სამართლიანად – ამის შესახებ კი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.