კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში ბოლო მონაცემებით 1143-მა მედიკოსმა გაიკეთა. ვაქცინაციის სპეციალურ პორტალზე კი 4456 მედპერსონალია რეგისტრირებული.აჭარაში რეგისტრირებული 200- მდე მედიკოსიდან კი 80 -მდე უკვე აიცრა. აცრილი ექიმების რაოდენობა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის შეფასებით, ძალიან დაბალი მაჩვენებელია. მისი განცხადებით, კოლეგებისგან არცერთი რეალური არგუმენტი არ მოუსმენია თუ რატომ არ უნდა გაიკეთონ ვაქცინა. ჩხაიძე განმარტავს, რომ ასტრა ზენეკას ვაქცინა ყველა მოთხოვნილ პირობას აკმაყოფილებს და ძირითადი ღერძი მსოფლიოში სწორედ ეს ვაქცინაა.