სომხეთში სამხედრო მდგომარეობა ძალაში რჩება

15 მარტი 2021, 15:34 749 ნახვა

სომხეთის პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა  მხარი არ დაუჭირა ოპოზიციის პროექტს ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გაუქმების შესახებ.  სომხეთის პარლამენტის ოპოზიციურმა  ფრაქციებმა „ნათელი სომხეთი“ და „აყვავებული სომხეთი“ დღეს  სამხედრო მდგომარეობის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების პროექტზე იმსჯელეს.  ოპოზიციის განცხადებით,  სამხედრო მდგომარეობა, რომელიც დღემდე მოქმედებს სომხეთში, არ შეესაბამება ქვეყანაში არსებულ სიტუაციას და ხელს უშლის პოლიტიკურ პროცესებს.  კომიტეტის თავმჯდომარის  თქმით, სამხედრო მდგომარეობის გაუქმება  ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იგულისხმება.  ამიტომ პარლამენტში მთავრობისგან შესაბამისი ინიციატივა უნდა შევიდეს.  სომხეთში სამხედრო მდგომარეობა გასული წლის 27 სექტემბერს ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციის გამო გამოცხადდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი