სმენადაქვეითებული ბავშვების ტრანსპორტირების პროგრამა. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გაფორმდა ხელშეკრულება მოსწავლეებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ განვითარების შეფერხება, სენსორული, ქცევისა და ემოციური დარღვევები, მათი ტრანსპორტირება ყოველკვირეულად ქუთაისის სკოლა პანსიონში მოხდება. პროგრამაში ამ ეტაპზე ჩართულია რვა მოსწავლე.