ხვალიდან ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი იწყება. 15 მარტიდან მუშაობას გაანახლებენ ფიტნეს ცენტრები და სახელოვნებო დაწესებულებები. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით სახელოვნებო სკოლებში სასწავლო პროცესის გასაახლებლად ყველაფერი მზად არის.
მიმდინარეობს 700-მდე პედაგოგისა და თანამშრომლის ტესტირება, რომელშიც ჩართულია აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი თავისი რაიონული განყოფილებებით, დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველო და ბათუმის პოლიკლინიკები.