ინფიცირების 344 ახალი შემთხვევა და 9 გარდაცვლილი ბოლო 24 საათში. ასეთია დღეს კოვიდ სტატისტიკა საქართველოში. აჭარაში გვაქვს 8 ახალი შემთხვევა.
12 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.07% შეადგენს. ვირუსისგან 240 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში ჩატარდა 32 090 ტესტი.