ღარიბაშვილის განცხადება და უგულავას გამოხმაურება

12 მარტი 2021, 15:30 891 ნახვა

ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა საკუთარ ფბ გვერდზე პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ღარიბაშვილი ტყუის, როდესაც აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, მას, როგორც „ქართუ ფონდის“ დირექტორს მაშინდელ მინისტრებთან კონტაქტი ხშირად ჰქონდა. დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით  განმარტა, რას ნიშნავს ჩანაწერში ბერა ივანიშვილის მიერ მისთვის ნათქვამი ფრაზა „მინისტრები დაგირეკავენ“. მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, მას, როგორც „ქართუ ფონდის“ დირექტორს მინისტრებთან კონტაქტი ხშირად უწევდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი