ჩემი პირადი სურვილი იქნება, რომ კახა კალაძე იყოს კვლავ მერი და ჩემი აბსოლუტური მხარდაჭერაც ექნება - სოზარ სუბარი

10 მარტი 2021, 17:25 792 ნახვა

ჩემი პირადი სურვილი იქნება, რომ კახა კალაძე იყოს კვლავ მერი და ჩემი აბსოლუტური მხარდაჭერაც ექნება, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ კახა კალაძე რამდენიმე დღეში თანამდებობას დატოვებს.

სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ კალაძე მმართველი გუნდის ყველაზე მაღალრეიტინგული ლიდერია.

„კახა კალაძე არის ჩვენი გუნდის ერთ- ერთი გამორჩეული ლიდერი, ყველაზე მაღალრეიტინგული ლიდერი, ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრს აკეთებს, ძალიან კონკრეტული გეგმა აქვს თბილისის განვითარების და ყოველთვის იქნება ასეთი წევრი. რაც შეეხება იმას, ვინ იქნებიან კანდიდატები, კახა კალაძე თუ რომელიმე სხვა ადამიანი სხვა რეგიონში, სხვა მუნიციპალიტეტში თუ სხვა მერიაში, ამას გეტყვით მოგვიანებით“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი