სამეფო ოჯახის გამოხმაურება

10 მარტი 2021, 14:51 792 ნახვა

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი მეგან მარკლის სკანდალურ  ინტერვიუს ეხმაურება. „მთელი ოჯახი დამწუხრებულია იმის გაგებით, რამდენად რთული იყო ჰარისა და მეგანის ბოლო წლები. წამოჭრილი საკითხები, კერძოდ კი რასიზმთან დაკავშირებული საკითხი, შემაშფოთებელია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მოგონება განსხვავებულია, ჩვენ ის სერიოზულად მივიღეთ და მას ოჯახის მიერ პასუხი გაეცემა პირადად. ჰარი, მეგანი და არჩი ყოველთვის იქნებიან ოჯახის საყვარელი წევრები“, – აღნიშნულია სამეფო სახლის განცხადებაში. 8 მარტს ტელეკომპანია „სიბიესმა“ მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ინტერვიუ გაავრცელა. ინტერვიუში მეგან მარკლი სამეფო ოჯახში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.  მისი თქმით, ოჯახის წევრებს აშფოთებდათ ის, თუ რა ფერის კანი ექნებოდა მათ შვილს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში