თორნიკე რიჟვაძემ სოფელ წაბლანას მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

09 მარტი 2021, 18:12 1874 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოფელ წაბლანას და წაბლიანის მოსახლეობას შეხვდა.
სოფელ წაბლანაში მცხოვრებ 220 ოჯახს მთავრობამ ბათუმში ახლადაშენებულ, დასრულებულ კომპლექსში ბინები გადასცა.

მოსახლეობამ გადაცემული ბინების რემონტით უზრუნველყოფის მოთხოვნით აქცია გამართა.

თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრის შემდეგ, მოსახლეობამ საპროტესტო აქცია შეწყვიტა. შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე და აჭარის აპარატის უფროსი ჯაბა სურმანიძე ესწრებოდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში