ეპარქიის დატოვებას არ ვაპირებ - ამბობს მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე. მისი განცხადებით, გუშინ რამდენიმე სასულიერო პირმა, შეთქმულება მოაწყო. მისივე განმარტებით, გუშინ კრებაზე მზად იყო ყველა კითხვისთვის ეპასუხა, თუმცა ამის საშულება არ მისცეს და ვარაუდობს, რომ ეს წინასწარ იყო დაგეგმილი. ეპარქიის წარმომადგენლებსა და მრევლის ნაწილს შორის დაპირისპირების მიზეზი ეპარქიაში ახლად დანიშნული მიტროპოლიტის, სტეფანეს მიერ ორი სასულიერო პირისთვის, კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურისთვის მღვდელმსახურების ჩამორთმევა გახდა.