სირიის პრეზიდენტსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

08 მარტი 2021, 17:54 979 ნახვა

სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადსა და მის მეუღლეს ასმას კორონავირუსი დაუდგინდათ.  სირიის პრეზიდენტის კანცელარიის ოფიციალური განცხადებით, პრეზიდენტისა და მისი  მეუღლის  კოვიდ-19-ზე  ჩატარებულმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. განცახდებაში აღნიშნულია, რომ  ბაშარ და ასმა ასადები თავს კარგად გრძნობენ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სირიის პრეზიდენტი და მისი მეუღლე მუშაობას სახლში კარანტინის პირობებში განაგრძობენ, რომელიც ორი-სამი კვირა გაგრძელდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში