სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის უკანონო მოსმენას პრემიერ-მინისტრმა ანა ბრნაბიჩმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა უწოდა. მისი განცხადებით, პრეზიდენტის უკანონო მოსმენაში მმართველი პარტიის ლიდერები და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები არიან გარეული.
7 მარტს სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ ვულინმა განაცხადა, რომ პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების საუბრები უკანონოდ ისმინებოდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტთან ერთად, მის ძმას, მამასა და შვილსაც უსმენდნენ.