ჭადრაკი, შაში და სპორტული ნარდი - ბათუმის მედცენტრმა ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ტურნირს უმასპინძლა, შეჯიბრებაში ბათუმში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების მედპერსონალი მონაწილეობდა.
გამარჯვებულები და პრიზიორები თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. საგანგებო ჯილდო გადასცეს ტურნირის უხუცეს მონაწილეს, 80 წლის ექიმს არჩილ ირემაძეს.