პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე მთავრობას უფლებამოსილება უწყდება

31 ოქტომბერი 2016, 00:00 2019 ნახვა

ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე პრემიერ-მინისტრი და მინისტრები დროებით მოვალეობის შემსრულებლები ხდებიან, რის შემდეგაც ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული პროცედურები  უნდა დაიწყოს.  კერძოდ, პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 5-დღის ვადაში, პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წარუდგენს, ხოლო პრეზიდენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 7 დღის ვადაში წამოაყენებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი 7 დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და პარლამენტს წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად. პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან 7-დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს, რომლისთვისაც საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. 

ამავე კატეგორიაში