აჭარაში დისტანციურ სწავლებაზე კიდევ ორი კლასი გადავიდა. ქობულეთის მეორე და წყავროკას საჯარო სკოლებში კორონავირუსის თითო-თითო შემთხვევა დადასტურდა.
ინფიცირებული მოსწავლეები რამდენიმე დღე სასწავლო დაწესებულებაში არ იმყოფებოდნენ, თუმცა თავის დაზღვევის მიზნით მეორე სკოლის მეექვსე კლასი და წყავროკას სკოლის მეათე კლასი ონლაინ ისწავლიან.
ამ დროისთვის რეგიონში სრულად დისტანციურ სწავლებაზეა გადასული ქობულეთის ორი საჯარო სკოლა.