ეკა ბესელიამ აჭარის ტელევიზიის ოპერატორსა და ჟურნალისტს ბოდიში მოუხადა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ 58-ე უბნის მიმდებარედ მომხდარი ფაქტი ჟურნალისტისა და ოპერატორის პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლაა. მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ თემით.