შევთანხმდით, რომ არსებობს 6 საკითხი, რომელიც უნდა გადაიჭრას - ოპოზიცია

01 მარტი 2021, 22:36 1149 ნახვა

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრაზე ჩარჩო დოკუმენტი შედგა, რომელიც 6 საკითხს მოიცავს. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა, შარლ მიშელის ორგანიზებით,  დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ  შეთანხმების მიღწევაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

"ვფიქრობ იმედიანი გაზაფხული დგება. შარლ მიშელმა აჩვენა უნიკალური დიპლომატიური უნარი.  შეთახმების მიღწევაზე საუბარი ნაადრევია. გავცვალეთ პოზიციები და ვუთხარით გასაგებად მთავრობის მეთაურს, რომ არსებული სიტუაციიდან მთავარი გამოსავალი ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა. ალბათ იფიქრებენ პასუხზე, ან კითხავენ თავიანთ ბელადს და როგორც ის ეტყვის ისე მოიქცევიან" - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" განაცხადეს, პარტნიორებს კარგად ესმით, რომ არსებობს 2 გადამწყვეტი საკითხი - ეს არის პოლიტპატიმრების თემა და ვადამდელი არჩევნები. 

"ამ თემების გარეშე პროგრესი არ იქნება განახლებულ მოლაპარაკებების ფორმტაშიც, ეს ჩვენს პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით. დაველოდოთ დანარჩენ მოვლენების განვითარებას" - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცახდებით, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე შეთანხმდენენ მოლაპარაკებების 6 საკითხზე.

„შევთანხმდით განსახილველი საკითხების ჩარჩოზე და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებში, მათ შორის თვითონ ევროკავშირის პრეზიდენტის ინიციატივით, შესულია ისეთი საკითხები, როგორიც არის პატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების საკითხი, ეს არის მნიშვნელოვანი, მაგრამ მოლოდინი, რომ დღევანდელ შეხვედრაზე რაიმე, ან ყველაფერი შეთანხმდებოდა, არ უნდა ყოფილიყო. სამივე შევთანხმდით, რომ არსებობს 6 საკითხი, რომელიც უნდა მოგვარდეს. გადაწყდეს იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი მოგვარდეს“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ახლა მთავარია ხელისუფლებამ გამოიჩინოს მეტი მზაობა ამ 6 პუნქტის განხილვისას.

ნებისმიერ შემთხვევაში, მოლაპარაკებებია გამოსავალი. ორი პუნქტი, რომელიც დამატებულია, არის ზოგადი პუნქტები. ამ სიტუაციიდან დიალოგია გამოსავალი, ეს გვესმიც ჩვენც და ამაზე ყოველთვის ვსაუბრობდით. ახლა მთავარია, რომ როცა ამ ექვსი პუნქტის გარშემო დავიწყებთ საუბარს, ხელისუფლებამ მეტი კონსტრუქციულობა და სერიოზული დიალოგისთვის, მეტი მზაობა გამოიჩინოს. აქციები, სავარაუდოდ, გაგრძელდება. ეგ არ ყოფილა მოლაპარაკებების საგანი“-განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

"ლელოს" ლიდერის განმარტებით, შეხვედრაზე ექვსპუნქტიანი დოკუმენტი შეადგინეს, რომელზე მუშაობაც გაგრძელდება.

„კიდევ ერთ რამეზე შევთანხმდით, რომ დღეს არ უნდა იყოს კუნთების თამაში, ვის უფრო ძლიერი პოზიცია აქვს, ვინ უფრო ძლიერია ქუჩაში, ვის უკავია ხელისუფება. პოლიტპატიმრების ნაწილსაც შევეხეთ. კატეგორიულად იყო საკითხი დასმული, რომ ვიდრე მელია არის ამ მდგომარეობაში, ძალიან ძნელია საუბრის გაგრძელება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამ გამოსავალსაც ორივე მხარე ერთად ვნახავთ. ექვსპუნქტიანი დოკუმენტი თვითონ პრეზიდენტმა შეადგინა. მე ამის გასაჯაროების უფლება არ მაქვს. შევნიშნე, რომ ღარიბაშვილმა საუბრის რაღაც ნაწილი დაუთმო ისევ წარსულს და მერე შევთანხმდით, რომ უნდა ვისაუბროთ მომავალზე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

"რესპუბლიკურ პარტიაში" აცხადებენ, რომ საჭიროა მეტი დრო და დიალოგი ქვეყნის არსებული კრიზისიდან გამოსაყვანად. 

"დღეს ამ მომენტისთვის პროგრესი არის ის, რომ არ არსებობს წითელი ხაზები და ყველა მხარე მზადაა ისაუბროს ყველა იმ საკითხზე რაც აქამდე მოუსმენია ჩვენს საზოგადოებას ოპოზიციის მხრიდან. ჩვენ გვჭირდება მეტი დრო იმისთვის, რომ მეტი დიალოგი, მეტი პოზიციების ურთიერთგაცვლა და კომპრომისზე ფიქრით შევძლოთ გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ კრიზისიდან" - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი