მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე პირველი კომენტარი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გააკეთა. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, კანონის აღსრულება ყველაზე მნიშვნელოვანია, მმართველი გუნდის ერთადერთი მიზანი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებია. რაც შეეხება საერთაშორისო გამოხმაურებებს, თორნიკე რიჟვაძე არ გამორიცხავს, რომ მალე მოლაპარაკებების მაგიდასთან შეიკრიბონ.