საქართველოში კორონავირუსის 362 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 12 პაციენტი

25 თებერვალი 2021, 10:52 786 ნახვა

​გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 362 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 470 პაციენტი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,25 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 1,61 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2,28.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი