საქართველოში კორონავირუსის 443 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 6 პაციენტი

24 თებერვალი 2021, 11:00 1027 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსისგან 461 პაციენტი გამოჯანმრთელდა,  გარდაიცვალა - 6.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 19 051 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტი – 11 825, პისიარტესტი – 7 226.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,33  პროცენტია, ბოლო 14 დღის – 2,36 პროცენტი, ბოლო 7 დღის – 2,36 პროცენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 307 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 600, კლინიკურ სასტუმროში რჩება 193 პირი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი