საქართველოში კორონავირუსის 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 552 პაციენტი, ბოლო 24 საათში ვირუსისგან 10 პირი გარდაიცვალა.
ქვეყანაში გასულ დღე-ღამეში 19 869 კვლევა ჩატარდა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 13 410 , PCR ტესტით - 6 459.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.48%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.4%.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 285 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1606, კლინიკურ სასტუმროში რჩება 192 პირი.