ინციდენტი ბათუმის 58-ე უბნის გარე პერიმეტრზე. ''ახალი ამბების'' გადამღები ჯგუფი ერთ-ერთი მაჟორიტარობის კანდიდატის ჩასაწერად მივიდა, სადაც “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების კამათს შეესწრო. იყო მოწოდებები, რომ გადამღებ ჯგუფს ინციდენტი არ დაეფიქსირებინა და კამერა გამოერთო.