19 თებერვლის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 43 პაციენტი.
ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 199 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის მძიმე პაციენტია 40, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 9 პირი.
ქვეყნის მასშტაბით, 1 627 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 253 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 110, ხოლო აჭარაში - 31.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 10 085 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 107 პირი, აჭარაში - 620.