საქართველოში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი

19 თებერვალი 2021, 11:00 869 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა კიდევ 331 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 7 ადამიანი.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,37 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2.7.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 391 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 091 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 300 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 388 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 182 შემთხვევა, აჭარა - 10, იმერეთი - 52, ქვემო ქართლი - 21, შიდა ქართლი - 29, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 27, კახეთი - 25, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 672, საიდანაც: 1 813 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი