აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში, ძირითად მიმართულებებზე თოვლის საფარისგან საავტომობილო გზები უკვე გაწმენდილია. ამ ეტაპზე შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ხუთივე მუნიციპალიტეტში სოფლებთან დამაკავშირებელ გზებზე საავტომობილო მოძრაობა მაღალი გამავლობის მანქანებისთვის შეუზღუდავად ხორციელდება.